ეფრემოვკის საჯარო სკოლს ექთანმა მოსწავლეებს პირველადი დახმარების წესები გააცნო
16-04-2025

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის ექთანმა მანუშაკ ანტანოსიანმა სკოლის მოსწავლეებს სისხლდენის, სისუსტის, მოტეხილობისა და დამწვრობის შემთხვევაში პირველადი დახმარების წესები გააცნო.

პირველადი დახმარების სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, რომლის წყალობითაც მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა სიტუაციებში სწრაფად ნავიგაციის უნარი და საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა, რაც აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში ეფექტური მოქმედებისთვის, სკოლაში, სახლში თუ სხვაგან.

დღევანდელი საგანმანათლებლო შეხვედრის მიზანი, გარდა სიცოცხლის გადარჩენისა, იყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის ჩამოყალიბება და განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203