ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში 
17-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნა. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო, ასევე გაიმართა ვიქტორინა. 

მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა აქტივობა - „ვწეროთ, ვიკითხოთ ქართულად“, სადაც პატარებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“. 

ბავშვებმა ასევე ნახეს დოკუმენტური ვიდეომასალა დედაენის დღესთან დაკავშირებით, უკეთ გაიგეს ამ დღის მნიშვნელობა. 

მოსწავლეება იმსჯელეს/ისაუბრეს თავად როგორ გაუფრთხილდებიან მშობლიურ ქართულ ენას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203