ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, კოლხეთის კულტურა შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კოლხეთი ისტორიულ პერიოდში იყო ძველი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ის ცნობილია თავისი ხელოვნებით, არქიტექტურით და განვითარებული სავაჭრო სისტემით.
მოსწავლეები ასევე შეეხნენ კოლხეთის ცნობილ არტეფაქტებს, როგორიცაა მოოქროვილი საგნები, რომლებიც გამოიყენებოდა სამეფო სასახლეებში ან საზეიმო რიტუალებში.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: