პატარა სამსარის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო აქტივოვბა ჩატარდა
16-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პატარა სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს მუდმივად სთავაზობენ, რათა მომავალი თაობებისთვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ამ ჰოლისტური მიდგომების თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საგანმანათლებლო პროექტები - სწორედ მათი საშუალებით წარმოაჩენენ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ცოდნას.

ამის დასტურია ინტელექტურალური თამაში, რომელში მონაწილეობაც ბავშვებისთვის არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სახალისოცაა.

„პატარა სამსარის საჯარო სკოლაᲨი გაიმართა ტრადიციული თამაᲨი - „რა? სად? როდის?“ ბავშვები ენთუზიაზმით ჩაერთნენ აქტივობაში და წარმოაჩინეს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სწრაფად აზროვნების უნარი“, - ასე შეაფასეს სკოლაში ჩატარებული აქტივობა და ისიც დასძინეს, რომ ზოგადად, ინტელექტუალური თამაᲨები ხელს უწყობს ბავᲨვების კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუᲨაობის უნარების განვითარებას, ასევე ქმნის საინტერესო და სახალისო სასკოლო გარემოს.

ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, თამაშს კი ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ლ. კურგინიანი; აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუნდურობის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203