საქობოს საჯარო სკოლაში სპეციალურმა მასწავლებელმა მაია ბეჟანიშვილმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
16-04-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში სპეციალურმა მასწავლებელმა მაია ბეჟანიშვილმა მოსწავლეებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრა მოაწყო, რომლის ფარგლებშიც აუტიზმის შესახებ ისაუბრა. 

მაისა ბეჟანიშვილმა მოსწავლეებს აუტიზმის სპექტრტან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, აუდიო-ვიზუალური მასალების საშუალებით, რომელიც აუტიზმის მქონე პირების ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს ასახავდა. შეხვედრაზე მოეწყო ინტერაქტიური დისკუსიები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ რას ნიშნავს აუტისტური სინდრომი და როგორ უნდა მოიქცნენ ამ სპექტრის მქონე ადამიანებთან.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, არამედ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ ტოლერანტობის და თანადგომის გაძლიერებას.

გარდა ამისა, სკოლა კვლავ მზად არის სასწავლო პროცესში აქტიურად გააგრძელოს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა თემის გაცნობასა და სკოლის საზოგადოებაში ერთიანობის და მხარდაჭერის გამყარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...