ფოცხოს საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით პედაგოგებმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდეს
16-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპიზოდები.

კლასის ხელმძღვანელმა ვ. სანაიამ, მე-11 კლასის მოსწავლეებს განუმარტა 9 აპრილის მნიშვნელობა, როგორც კომუნისტური სისტემის რღვევის დასაწყისი. მე-9 კლასის ისტორიის მასწავლებელმა დ.ძიმისტარაშვილმა მოაწყო კინო-ჩვენება, სადაც ასახული იყო 9 აპრილის მოვლენები, ასევე ჩაატარა პრეზენტაცია, მოსწავლეებს ესაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და პარალელი გაავლო თანამედროვე ტენდენციებთან და გამოწვევებთან.

იხილეთ ფოტო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203