ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის დაარსების ისტორიაზე, გაიხსენეს ისტორიული მოვლენები და აღნიშნეს რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული ენის ცოდნა.
განსხვავებული სასცენო ნომრებითა და შემოქმედებითი გამოსვლებით მოსწავლეებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს აუდიტორიაზე.
იხილეთ ფოტოები: