ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინფორმაციო პრეზენტაციებითა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს ქართული ენის დღე 
16-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ველევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშობლიური ენის სწავლებას. მოსწავლეები თავისუფლად წერენ და კითხულობენ ასომთავრულით. პედაგოგ ირმა მაცაბერიძის ინიციატივითა და ორგანიზებით კი ყოველ წელს აღინიშნება დედაენის დღე და , გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა. 

ირმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს:

მე-6 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გოგსაძემ ისაუბრა, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებსა და მათი მნიშვნელობაზე, წარმოადგინა ასომთავრული ანბანით დაწერილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

ინფორმაციული და საინტერესო იყო მე-8 კლასის მოსწავლე ლიზი გოგსაძის პრეზენტაცია თემაზე: „ქართული წერილობითი ძეგლები“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და მოისმინეს რევაზ ლაღიძის „ჰიმნი დედაენას“. აქტივობა სასკოლო საზოგადოებისათვის შთამბეჭდავი იყო, მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და პედაგოგს გაწეული შრომისთვის და პასუხისმგებლობით შესრულებული თითოეული აქტივობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...