
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მხატვრული ღონისძიება -„ო, ენავ ჩემო“...
საზეიმო აქტივობაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე ვრცლად განიხილეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ეტაპები, ისაუბრეს მის როლსა და მნიშვნელობაზე: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“...
ზეიმის მონაწილეებმა წაიკთხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, როგორც საგალობელი ქართული ენისა.
იხილეთ ფოტოები: