თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბულინგზე, სამართლიან სასამართლოზე და სხვა მათთვის საინტერესო თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს
16-04-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ, თამარ თევდორაშვილის დახმარებით პრეზენტაციებისთვის აირჩიეს ისეთი საკითხები, რომელიც მათთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი.

„საინტერესოდ წარიმართა პროექტების დაცვა 103 კლასში პრეზენტატორებმა განსახილველად აირჩიეს პროექტები:

  • გადავარჩინოთ სამყარო მავნე ნარჩენებისგან
  • ვებრძოლოთ ბულინგს
  • ადიქცია
  • სამართლიანი სასამართლო

პრეზენტატორებმა საგნის მასწავლებლის, თამარ თევდორაშვილის დახმარებით შეისწავლეს აღნიშნული საკითხები და დამაჯერებლად ისაუბრეს კონკრეტული თემის შესახებ. დაასახელეს გზები, თუ როგორ შეიძლება სამყაროს და საზოგადოების დაცვა, რათა ისინი არ დაზიანდნენ მავნე ნარჩენების ზემოქმედებით, არ გახდნენ ბულინგისა და ადიქციის მსხვერპლნი. ისაუბრეს, იმაზეც თუ როგორ წარმოუდგენიათ სამართლიანი სასამართლო.
პროექტი შედგა. საგნის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, თუმცა, აღნიშნა ის ხარვეზებიც, რომლებიც პროექტს თან ახლდა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეო:

https://youtube.com/shorts/3zxkBLwctH0 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203