სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-9ა და მე-9ბ კლასებში მოქალაქეობის გაკვეთილი ტრეფიკინგის თემაზე ჩატარდა.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო მასალა შესაბამის თემაზე, გაეცნენ საქართველოს კანონს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ისაუბრეს ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილების გზებზე, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპებზე.
იხილეთ ფოტოები: