„ენა დედაა ერისა“ -  მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა 
16-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში აღნიშნეს დედაენის დღის კვირეული.  

„ენა დედაა ერისა“ - კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით  გააკეთეს  ბუკლეტები, გამოუშვეს კედლის გაზეთი, ჩატარდა კალიგრაფიული წერა.

14 აპრილს კლასებში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები მხატრულად, მოამზადეს მუსიკალური ნომრები, წარადგინეს პრეზენტაციები, გამოცანების გამოცნობა, ბლიც კითხვებზე პასუხი.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი კლასების და ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203