შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვითორის საჯარო სკოლაში 14 აპრილი საქართველოს სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავი კვიერული ჩატარადა.
გილოცავთ „ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენის დღეს“! - 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული ენის დღის აღანიშნავად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე „ენის სიწმინდესა“ და 14 აპრილის მნიშვნელობაზე;
მე-5 კალასის მოსწავლეებმა უფროსკლასელებს ჩამოართვეს ინტერვიუ ;
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ხათუნა მეცხოვრიშვილისა და ანა მიხელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ენა დედაა ერისა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი აქტივობები. კვირეული ფარგლებში ასევე მოეწყო სხვადასხვა დროისა და დიზაინის გამოცემების დედაენის სახელმძღვანელოების გამოფენა.
იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები: