მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება შაშის ტურნირში
16-04-2025

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, ტყიბულის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებისთვის, შაშში პირად-გუნდური პირველობა ჩატარდა

მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შაშის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს მეორე ადგილი. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ

„სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს უამრავ წინსვლას ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...