შორაპნის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“
16-04-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა ისევ აქტიურად განაგრძობს საკლასო აქტივობების განხორციელებას.

ამჯერად, VI (ა) კლასის მოსწავლეებმა საგანში - ქართული ენა და ლიტერატურა (პედაგოგი მზევინარ კვინიკაძე) დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა შეასრულეს სახელწოდებით -„არა ბარბარიზმებს“.  მოსწავლეებმა შეკრიბეს თანატოლთა მეტყველებაში გავრცელებული ბარბარიზმები (ინგლისური, რუსული) და გამართეს კონკურსი: „ვინ უკეთ იცის ბარბარიზმების ფარდი მშობლიური სიტყვები“.

აქტივობა ხალისიანი და საინტერესო გამოვიდა, რადგან კონკურსში მონაწილეობდნენ მოხალისეებიც. გამოვლინდა გამარჯვებული. მონაწილეებს დაურიგდათ მოსწავლეთა მიერ შედგენილი „ბარბარიზმების ლექსიკონი“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203