ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილი დედაენის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში გაიმართა კვირეული სახელწოდებით - „ქართული ენა - საამო და საგალობელი“.
ჩატარდა მხატვრული კითხვის და კალიგრაფიის კონკურსი დაწყებითი საფეხურის კლასებში.
მოსწავლეების გარდა პედაგოგებმაც წარმოადგინეს თავიანთი კალიგრაფიული ნამუშევრები. კვირეული დასრულდა დასკვნითი, ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიებით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტების და მწერლების შემოქმედებიდან, ასევე წარმოადგინეს ინსცენირებები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიაეაბ ესწრებოდნენ ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, რომელთაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი წარმატებებს და ბავრ შთამბეჭდავ ღონისძიებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: