ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
16-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.

გაიმართა დაწყებითი კლასების (პედაგოგები: ქეთევან გოგალაძე, მარინე ხაზალაშვილი და ნანა ბაბელაშვილი) მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი წიგნიერების განვითარებაში, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

მეშვიდეკლასელებმა კი (დამრიგებელი ნინო კოჟორიძე) თემატური კედლის გაზეთი გამოიშვეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...