„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”​ - სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
16-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი დედაენის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, სადმელის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა (ბარბარე კერესელიძე, ბარბარე ჯოხაძე, ანი რატიანი, მარიამ მამფორია) გამართეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის წარმოშობაზე, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და გაიხსენეს დიდი ქართველები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ენის განვითარებაში. 

სადმელის საჯარო სკოლა ყველა ქართველს ულოცავს დედაენის დღეს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...