„მე მივდივარ - შენ რჩები“ - ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის კულტურის ნაწილად ქცეული სათოთხმეტაპრილო აქტივობა
16-04-2025

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი გამორჩეული აქტივობითა თუ ღონისძიებით აღინიშნა.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, აქტივობა - „მე მივდივარ - შენ რჩები“, რომელიც სკოლის კულტურის ნაწილად არის ქცეული და ყოველ 14 აპრილს ეწყობა.

აქტივობაში პირველი და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან ჩართულნი, პატარები რომლებიც სკოლის კედლებში პირველად აღნიშნავენ დედაენის დღეს და მე-12 კლასელები, რომლებისთვისაც სკოლის კედლებში გატარებული 14 აპრილი ბოლოა. 

„გამოიცანი ზღაპრის გმირი“ - ეს იყო მეთორმეტე კლასის მოსწავლეების - კესო შარაბიძისა და მარიამ ფრუიძის I და I კლასების მოსწავლეებისთვის შეთავაზებული თემა. 

მხიარული და დასამახსოვრებელი პირველი (I კლასი) და ბოლო (XII კლასი) დედაენის დღე სკოლაში შთამბეჭდავად წარიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...