ოსიაურის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა 
16-04-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე სადღესასწაულოდ აღინიშნა. 

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები, ასევე შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, პატარებმა კი გააფერადეს ანბანის ასო-ბგერები. 

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და ბავშვებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...