„დედაენა ლამაზია“ - თბილისის N103 სკოლის მე-2 კლასელთა შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება და მათი ხელით მოქარგულ-მოხატული ქართული ასოები
16-04-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.

დედაენის დღესთან დაკავშირებით, მეორეკლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით ჯანინის სახელოსნოს ესტუმრნენ და კალიგრაფიული ნაშრომები შექმნეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართული ენის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენი ანბანია. პატარებმა ულამაზესი ქართული ანბანით მოქარგეს ძვირფასი სიტყვები. ჩვენი მშობლიური ანბანი ხომ ძალიან ლამაზია. ამას ყველა ბავშვი გრძნობდა, როცა პაწაწინა ხელებით, დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გამოჰყავდათ ანბანის თითოეულ ასო.                                                          

„დედაენა ლამაზია“ – ეს სიტყვები ბავშვებმა კალმით კი არა, გრძნობით და სიყვარულით დაწერეს. 

„ეს მასტერკლასი არ იყო მხოლოდ კალიგრაფიის სწავლება – ეს იყო ემოციების გადმოცემა ასოებით, სითბოსა და მადლიერების გამოხატვა ხელოვნების ენით. ამ ყველაფერში კი კალიგრაფის საოცარმა სპეციალისტმა, ქალბატონმა ნესტან ბაგაურმა  უდიდესი როლი შეასრულა!  მან არა მხოლოდ ასწავლა, არამედ შთააგონა, გააღვიძა სურვილი, რომ თითოეულ სიტყვას სიღრმე და სილამაზე ჰქონოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ნესტან ბაგაურს ამ უნიკალური გამოცდილებისთვის. 


იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203