ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს 
16-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სევდითა და ტკივილით აღსავსე ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ემსახურებოდა.

სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - რუსუდან მელიქიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“.

მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სიმბოლურად თავის ხელით გააკეთეს ტიტები და სანთლები დაუნთეს გმირებს.

ასევე, თავი მოუყარეს ინფორმაციას 9 აპრილის შესახებ, წაიკითხეთ თემატური ლექსები და შეასრულეს ქართული ცეკვები. 

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისათვის. მინდა დავამატო, რომ თითოეულმა მათგანმა იმდენად გულთან მიიტანა და განიცადა, რომ გამოთქვეს სურვილი ამ დღეს შესაბამისი ფერის სამოსი ჩაეცვათ“,- გვეუბნება მასწავლებელი. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...