„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“​ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
16-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

მე-3 კლასის მოსწავლეებს შემეცნებითი თემატური გაკვეთილი ჩაუტარდათ, სადაც პედაგოგი ესაუბრა იმ ტრაგიკული დღის შესახებ, რომელის ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 

გაკვეთილის შემდეგ მე-3 კლასელებმა გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად კედლის გაზეთი შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203