ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ექთანმა, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა 
16-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიება იმართება. შესაბამისად სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს. 

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეწერის საჯაროს სკოლის ექთანმა - ეკატერინე ხვედელიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ზრდა-განვითარებისათვის. ექთანმა ბავშვებს წარუდგინა პრეზენტაცია და განუმარტა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი კვება და ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება.

ღონისძიების ბოლოს ეკატერინე ხვედელიძემ მოსწავლეებს ბროშურები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...