
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ამ მნიშვნელოვან თარიღს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
თიანეთის N2 საჯარო სკოლაში ლამაზად მორთულ გარემოში სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ქართული ენა - ჩენი თვითმყოფადობის საფუძველი“.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.
მათ ხოტბა შეასხეს დედაენას, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები, გამოხატეს მადლიერება პატივსაცემი წინაპრების მიმართ, ვინც 47 წლის წინ სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა და ასევე აღნიშნეს ისიც, რომ ქართველმა ხალხმა დედაენას ძეგლი დაუდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები - თიანეთის მერი ლევან წიკლაური, მერიის და რესურსცენტრის თანამშრომლები.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის დაწყებითი კლასების პედაგოგებს ასე რომ შეაყვარეს ბავშვებს მშობლიური ენა და სათაყვანებელი პირველი წიგნი „დედაენა“.
იხილეთ ფოტოები: