იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში -„ჩვენ ვწერთ ქართულად" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ლიზი კეკელიძეს გადაეცა სიგელი, ასევე საუკეთესო მრგლოვანის შესრულებისთვის დაჯილდოვდა - ანა შარაშიძე, საუკეთესო მხატვრული შემოქმედებითი ნამუშევრისთვის კი სიგელი მიენიჭა სესილი ქაცარავას. 

კიდევ უამრავი წარმატება ჰქონოდეთ ჩვენს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203