„ზაფხული გვიხმობს“ - ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს
22-06-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით - „ზაფხული გვიხმობს“ გამართეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი დონარა ურუშაძე ხელმძღვანელობდა.
პირველკლასელებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს და მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა აღსაზრდელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიგელებით დააჯილდოვეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს