თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს 
15-04-2025

თბილისის N108 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით „9 აპრილი - დღე გლოვისა და დღე ზეიმისა“ მიაგეს პატივი. 

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და თემაზე კედლის გაზეთები დაამზადეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ისტორიული მოვლენების უკვდავყოფას - რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ის გზა, რომელიც ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ განვლო.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203