„გარდატეხის ასაკის თავისებურებები“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლაში აქტუალურ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა 
15-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „გარდატეხის ასაკის თავისებურებები“. პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა კიკაბიძე.

პროექტი ემსახურებოდა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებათა შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და მოზარდებისთვის ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობას.

პრეზენტატორებმა: ბარბარე სანიკიძემ და ნინი ზაქარაიამ საინტერესოდ წარმოადგინეს ის   ფიზიოლოგიური და ფსიქოემოციური მდგომარეობა და სირთულეები, რაც თან ახლავს გარდატეხის ასაკს.

მოსწავლეებმა გაიაზრეს გარდატეხის ასაკის თავისებურებები და დააკავშირეს ის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესთან, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან. გაავლეს პარალელები მათ მიერ შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან. 

მოსწავლეებმა ნახეს რევაზ ინანიშვილის ნოველის - „ჩიტების გამომზამთრებელის“ მიხედვით გადაღებული ფილმი. გაიმართა საინტერესო დისკუსია ფილმში ასახული პრობლემების გარშემო.  

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და სასწავლო ნაწილის გამგე ციალა გოგოლი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203