წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს, რომელიც საქართველოში 1978 წლის 14 აპრილიდან აღინიშნება.
მასწავლებელის ინიციატივით მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს ქართული ენის დღის აღსანიშნავად. შეისწავლეს ლექსები, შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები...
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს ინფორმაცია ამ დღის შესახებ, გაეცნენ ქართული ენის დღის ისტორიას - ეს თარიღი უკავშირდება 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულ მასობრივ დემონსტრაციას, სადაც ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებდა, თუმცა ხალხის ერთიანობამ და პროტესტმა შედეგი გამოიღო.
მოსწავლეებმა გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე?
ხაზს უსვამს ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას
მახვილდება ყურადღება ქართული ენის დაცვისა და განვითარების აუცილებლობაზე
აძლიერებს ახალ თაობაში ენის სიყვარულს და პატივისცემას
იხილეთ ფოტოები და ვიდეო