ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებაზე წაიკიტხეს თემატური ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და მიიღეს ინფორმაცია ქართული ენის დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ქართულ ენას დღე, 14 აპრილი - მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისთვის. ეს დღე ეძღვნება ქართული ენის დაცვასა და დაფასებას.
ქართული ენის დღის ისტორია - ეს თარიღი უკავშირდება 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულ მასობრივ დემონსტრაციას, სადაც ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებდა. ხალხის ერთიანობამ და პროტესტმა შედეგი გამოიღო და საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუქმდა.
იხილეთ ფოტოები: