მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებითა და მოსწავლეთა დიდი ჩართულობით აღინიშნა
პედაგოგთა ინიციატივით, მოსწავლეებმა ამ დღისთვის მოამზადეს პრეზენტაციები 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებისა და ქართული დამწერლობის შესახებ. წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები. ხელით წერის უნარის განვითარების მიზნით კი წარმადგინეს მათ მიერ შესრულებული წერილობითი ტექსტები.
14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.1990 წელს 14 აპრილი „ქართული ენის დღედ“ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: