„ჩვენი ენა ქართული“ -  ბიწმენდის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
15-04-2025

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში კვირეულით აღინიშნა. 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ლოზუნგით - „ჩვენი ენა ქართული“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო გულბათაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო კვირეული გაიმართა.

კვირეული არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას მოიცავადა და მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნებისა და პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, ნახატები, გამოუშვეს კედლის გაზეთი, დასკვნით ღონისძიებაზე კი თემატური ლექსები და სიტყვები წაიკითხეს. ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზეც.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203