აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღვნიშნეთ, ამ მნიშვნელოვან თარიღს სამიქაოს საჯარო სკოლაში მიეძღვნა საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I- XII კლასების მოსწავლეებმა, რომლებმად დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, უმცროსკლასელებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას - მის სიდიადეს, უფროსკლასელებმა კი აღნიშნეს სახელმწიფო ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს კედლის გაზეთი. წარმოდგენილი იყო კალიგრაფიულად შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრები, ასევე, ესე - „ენა ბურჯია ერისა“.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: