თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული, მათემატიკის ღია გაკვეთილი
17-04-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-9 კლასში მათემატიკაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო არაწრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის გრაფიკული და ალგებრული მეთოდის გამოყენება, არაწრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის რაციონალური ხერხის მოძებნის უნარის განვითარება.

სასწავლო პროცესს პედაგოგი გიული ხარხელი ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგის შეთავაზებულ მრავალფეროვან აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და ინეტრესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიმდიდრეს და საკითხს ჩაუღრმავდნენ. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203