„ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს“ - „ეკო მეგობრები“ გუდაურის საჯარო სკოლიდან და მათი გარემოსდაცვითი აქტივობები
15-04-2025

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას ნათლად აცნობირებენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი. 

მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია“, მიმდინარე წლის მარტი და აპრილის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

სკოლის კლუბმა „ეკო მეგობრები“ პრეზენტაციებით, მინი ლექციებით, დისკუსიებითა თუ სხვა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 15 მარტი - ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, 21 მარტი- ტყის საერთაშორისო დღე, 22 მარტი - წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე და 1-ელი აპრილი - ფრინველთა საერთაშორისო დღე.  

მოსწავლეები კლუბის მუშაობის ფარგლებში აქტიურად ზრუნავენ გარემოს დაცვაზე. ახორციელებენ ბევრ საინტერესო პროექტს, უზიარებენ თანაკლასელებსა და თანასკოლელებს. ცდილობენ ყველას გაუზიარონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გონივრულ მოხმარებასა და წარმოებაზე, ბუნების დაცვაზე, მდგარდი განვითარების მიზნებზე.

„კლუბის აქტიური მუშაობა და საინტერესო პროექტები სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც მისაბაძი და სამაგალითოა“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი და კლასის დამრიგებელი ცისანა ქვრივიშვილი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203