2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით 527,5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია - მონაცემებს ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გაცემული პრემიების ოდენობით მე-5 ადგილზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით განათლების სამინისტრომ 2024 წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია გასცა. აქვე გაცნობებთ, რომ ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შსს-ში გაიცა, კერძოდ, დანამატები - 168 742 405 ლარის, ხოლო პრემიები - 16 118 339 ლარის ოდენობით.