სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია. შესაბამისად მოტივირებულ მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა.
სკოლაში ამჟამად ნინო შამათავასა და დავითი შამათავას წარმატებას ზეიმობენ.
10 აპრილს გამართულ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში, გოგონათა და ვაჟთა შორის მოსწავლეებმა თავი ისახელეს.
ნინო შამათავამ „თავისუფლების თამაშებში“ ოქროს მედალი მოიპოვა, დავითი შამათავამ კი - ვერცხლი.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო და ვიდემასალა: