წაჩხურას საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს 
14-04-2025

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, ამ მნიშვნელოვან თარიღს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარინა გოროზიას ხელმძღვანელობით საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

მე-3 კლასელებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2 

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...