„ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მშობლიური ენის გაფრთხილება და სიყვარული!“ - ურავის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღინიშნა 
14-04-2025

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

ენის სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას და აღნიშნეს მისი როლი ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ასევე ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე. 

გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა წარმოაჩინეს. გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მცირე საჩუქრით დაჯილდოვდა .

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ აქტიურობისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა ყველა მონაწილეს გულწრფელი ჩართულობისთვის — ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მშობლიური ენის გაფრთხილება და სიყვარული!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...