ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს 
14-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პედაგოგის ინიციატივით დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.

სპეციალურად ამ დღისთვის გამოწყობილ ფორმებში მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო აქტივობები შეასრულეს. წაიკითხეს ლექსები რომელიც დედაენას ეძღვნებოდა, შეასრულეს ქართული სიმღერები ცეკვები და პედაგოგისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ აღინიშნება ქართული ენის დღე და რა მნიშვნელობა აქვს მის აღნიშვნას. 

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...