აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიუძღვნეს ღონისძიება, სახელწოდებით „მოდგა აპრილი და ტიტებზე გადაიარა“.
ღონისძიების მონაწილეებმა ქრონოლოგიურად მიმოიხილეს ისტორიული მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას, ასევე გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. ისაუბრეს საქართველოსთვის ამ თარიღის უდიდეს მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის აღდგენის სიხარულზე და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ღონისძიება მეტად ემოციური და ამავე დროს საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი გავიდა, ხოლო 34 წელი მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წლის 9 აპრილსვე ხელი მოეწერა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: