ჩხუტელის საჯარო სკოლაში ქართულისა და მუსიკის პედაგოგების ორგანიზებით, მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნეს
14-04-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. 

ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჩაფრავა და მუსიკის პედაგოგი მზევინარ მეშველიანმა.

პედაგოგთა ინიციატივითა და მონდომებით გამართული ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქართულის ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება, მხატვრული კითხვის უნარების განვითარება და ამ დღის მნიშვნელობის გააზრება.   

მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ აღინიშნება ქართული ენის დღე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი. ამასთან მუსიკალურად გაფორმებული აქტივობების ფარგლებში მათ წაიკითხეს ლექსები, რომელიც სწორედ ქართულ ენას ეძღვნებოდა. 

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203