ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებებით აღნიშნეს.
ღონისძიებაში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედაენის ისტორია და მისი ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება გააცნეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გააფერადეს, შეასრულეს სიმღერები, ქართული ცეკვები და წაიკითხეს ლექსები, რომლებიც დედაენის მნიშვნელობასა და სილამაზეს შეეხებოდა.
ღონისძიებამ სითბო და ქართული ენისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გააღვივა, როგორც მოსწავლეებში, ისე სტუმრებში.
იხილეთ ფოტოები: