ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასმა სპექტაკლი - „ლევილის დედა“ წარადგინა
15-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, ადგილობრივი საზოგადოებისთვის არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება. 

ამჟამად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასს მასპინძლობს. 

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ხელოვნების სასახლეში წარმოადგინა სპექტაკლი – „ლევილის დედა“.

ემოციებით დატვირთულმა შესრულებამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მადლობას უხდიან თეატრალურ დასს შთამბეჭდავი შესრულებისთვის. 

„განსაკუთრებული მადლობა თეატრის ნიჭიერ დასს შთამბეჭდავი თამაშისთვის და იმ დაუვიწყარი განწყობისთვის, რომელიც ხელოვნების სასახლეში შეიქმნა“,- აღნიშნავენ კულტურის ცენტრში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203