თბილისის N212 სკოლის მოსწავლის - ბარბარე მღებრიშვილის დედაენის დღისადმი მიძღვნილი თვალწარმტაცი ნამუშევარი
14-04-2025

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ბარბარე მღებრიშვილმა, შთამბეჭდავი ნამუშევარი შექმნა. 

მოსწავლემ ნახატში ჩააქსოვა ის მოწიწება და სიყვარული, რაც აქვს მშობლიური ენის მიმართ და ამავე დროს პატივისცემა გამოხატა საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ისტორიისადმი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203