ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მარტის მიწურულს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხულის დღესასწაული“, 1-ელი - მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები გაზაფხულთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დიდთოვლობისა და უშუქობის გამო აღსაზრდელები დაგვიანებით მოეფერნენ დედებს, დაგვიანებით აღინიშნა დედისა და ქალთა დღეები, მაგრამ ღონისძიებას არ დაკლებია არც ხიბლი და არც სილამაზე, რაც ამ დღეებს ახლავს.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის და გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები, დედოფლები.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები აჩუქეს და ძვირფას ქალბატონებს სითბო და სიყვარული გაიზიარეს,
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები - მაია ცხვარაძე, ნუნუ სიმონია, მადონა კორძაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე მანჯავიძე.
იხილეთ ფოტოები: