„სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირული გმირები“ - პატრიოტული ღონისძიებების სერია მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში 
14-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში გაიმართა პატიორტული ღონისძიებები სლოგანით - „სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირული გმირები“, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა. 

ღონისძიებების მიზანი იყო მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების გაღრმავება - რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ის გზა, რომელიც ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ განვლო.

მოეწყო ფილმების ჩვენება და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ მასწავლებლები - ნანა სიმონია, გულნარა ჭანტურია, სალომე მესხია და ლუდმილა ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203