„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია - სიყვარული, პატივისცემა, მხარდაჭერა“ - თბილისის N115 სკოლის დირექტორის მოადგილე თამილა ჭელიძე
14-04-2025

თამილა ჭელიძე თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა, რომელიც განათლებული და ღირსეული მომავალი თაობების აღზრდას გულანთებული ემსახურება. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა-განვითარებისთვის განათლების როლი განუზომელია, ამიტომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ზრუნავს, რათა მათ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს აღმშენებლობაში.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თამილა ჭელიძე პასუხობს. 

​- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- სიყვარული, პატივისცემა, მხარდაჭერა. თანაგრძნობა, მეგობრული დამოკიდებულება. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მათი ინტერესების გათვალისწინება.

- განათლება მნიშვნელოვანია...

- რადგან შევქმნათ უკეთესი მომავალი. საზოგადოებაში დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი და ქვეყნის წინსვლა-განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- მარტივი, უნდა იყოს მცირე მოცულობის, არ უნდა იყოს რთული, რადგანაც მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დამოუკიდებლად შესრულება. იგი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული და ითვალისწინებდეს მის ინტერესებს;

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-  არის წარჩინებული მოსწავლეები წახალისება - პიროვნული თუ აკადემიური მიღწევებისთვის;

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- მშობლიური ენა და ლიტერატურაა.

- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

 - შალვა ამონაშვილს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- ჩვენი სკოლა წარმომიდგენია თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი: გამართული ინფრასტუქტურით, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოთი.. მასწავლებელი და სკოლის ყველა პერსონალი, სკოლაში სიამოვნებით მოდიოდეს და თავს კომფორტულად გრძნობდეს; სწავლა - სწავლება იყოს ეფექტური;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...