ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ჯგუფური შემაჯამებელი გამოფენა ჩატარდა
22-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ჯგუფური შემაჯამებელი გამოფენა ჩატარდა.
ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ხელოვნების მასწავლებელი ლალი მაჭავარიანი გახლდათ.
გამოფენაში მონაწილეობა ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის და პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ მოსწავლეებმა მიიღეს.
წარმოდგენილი იყო: სკულპტურული სუვენირები, რიტმული ორნამენტები ,,ფერადი გრაფიკის'' სახით, ქვილინგით შესრულებული ფერწერული კომპოზიციები და მეორადი მოხმარების მასალებით შექმნილი ფერწერული ნიმუშები.
გამოფენას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ხმალაძე სტუმრობდა.
გამოფენამ დამთვალიერებელში, რომელთა შორის სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები იყვნენ, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს